NASA-მ, მზის დაბნელების ტრანსლირებისას, ოკუპირებული ყირიმი რუსეთის ნაწილად წარმოაჩინა

17:30, 13.08.2026
მზის სრული დაბნელების პირდაპირი ტრანსლაციის კადრი / ფოტოს ავტორი: აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA)

მზის სრული დაბნელების პირდაპირი ტრანსლაციის კადრი / ფოტოს ავტორი: აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA)

12 აგვისტოს, მზის დაბნელების პირდაპირი ტრანსლირებისას, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციამ (NASA) აჩვენა რუკა, რომელზეც დროებით ოკუპირებული ყირიმი უკრაინის მატერიკული ნაწილისგან ვიზუალურად იყო გამოყოფილი და რუსეთის ტერიტორიად იყო მონიშნული.

ამის ნახვა პირდაპირი ეთერის ჩანაწერშიც შეიძლება.

12 აგვისტოს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ადამიანები მზის სრული დაბნელების მოწმენი გახდნენ. ის ყველაზე უკეთესად გრენლანდიაში, ისლანდიასა და ესპანეთში ჩანდა. დაბნელების ცალკეული ფაზები უკრაინაშიც დაფიქსირდა. მზის სრული დაბნელების პირდაპირი ტრანსლირება NASA-მ განახორციელა.

ტრანსლაციის დროს გადაცემაში გამოყენებულ რუკაზე, ყირიმი უკრაინის მატერიკული ნაწილისგან ვიზუალურად გამოყოფილი ხაზით იყო, რომელიც სახელმწიფო საზღვარს წააგავდა. შედეგად, ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად წარმოჩინდა.

მზის სრული დაბნელების პირდაპირი ტრანსლაციის კადრი / ფოტოს ავტორი: აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA)

რუკაზე ყირიმის გამოსახვის შესახებ საჯარო კომენტარი NASA-ს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია და არც ის განუმარტავს, იყო თუ არა ეს ტექნიკური ან კარტოგრაფიული შეცდომა.

 

სტატიის ავტორი: ანა იანკო, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 აგვისტო, 2026 წელი, 12:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი