NASA-მ მარსის მორიგი მისია გადადო
NASA-მ მარსის მორიგი მისია გადადო

NASA-მ მარსზე გასაგზავნი მორიგი მისია InSight-ი (Interior Exploration using Seismic Investigations, Geodesy and Heat Transport) გადადო. მისიის გაშვება 2016 წლის მარტში იეგეგმებოდა. ამის შესახებ, სააგენტოს ვებ-გვერდი იუწყება.

მისიის გაუქმების მიზეზი გახდა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტის – სეისმომეტრ SEIS-ის (Seismic Experiment for Interior Structure) სენსორების ვაკუუმური გარსის ჰერმეტულობის დარღვევა. აღნიშნულ სეისმომეტრებს საფრანგეთის კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრი აწარომებს.

InSight-ის მარსზე გაგზავნა 2016 წლის მარტში იგეგმებოდა, ამჟამად კი მისი გაშვების სავარაუდო თარიღად 2018 წლის მაისი სახელდება.

თუმცა, ამ თარიღზე NASA- ჯერ საბოლოოდ შეჯერებული არ არის. არ გამოირიცხება მისიის საბოლოოდ გაუქმებაც. გადაწყვეტილება პროგრამის შესახებ უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის, სადგური InSight-ი კალიფორნიაში, ვანდერბერგის კოსმოდრომზეა განთავსებული, სადაც ის 16 დეკემბერს გადაიტანეს.

სადგური კომპანია Lockheed Martin-მა ააგო. მისიის მიზანი წითელი პლანეტის გეოლოგიის შესწავლა იყო, განსაკუთრებით კი ქერქის, მანტიისა და ბირთვის გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ეს მარსზე პირველი სპეციალიზებული მისიაა. პროგრამის ღირებულება 675 მილიონი აშშ დოლარია.

წყარო: nasa.gov

დატოვე კომენტარი