ნარიყალას ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება
ნარიყალას ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება

ნარიყალას ციხის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს, უკვე შერჩეულია.

„პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 13 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება როგორც ეზო, ასევე გარე პერიმეტრი და მოეწყობა მხატვრულ-დეკორატიული მინათება. სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.