ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20:28, 17.12.2024

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ზვავსაშიშროება) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი