სერია A-ს მე-14 ტურის წინ, „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო. „ნაპოლის“ სტადიონზე მარადონას ძეგლის გახსნას 40 ათასი მაყურებელი დაესწრო.