„ნაპოლის“ სტადიონზე მარადონას ქანდაკება აღმართეს [ვიდეო] #1TVSPORT

11:33, 29.11.2021

სერია A-ს მე-14 ტურის წინ, „ნაპოლიმ“ დიეგო მარადონას ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნა. მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

ცერემონიაზე იმყოფებოდნენ ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო. „ნაპოლის“ სტადიონზე მარადონას ძეგლის გახსნას 40 ათასი მაყურებელი დაესწრო.

https://twitter.com/i/status/1463866080963796997

მსგავსი