„ნაპოლის“ სამუელ უმტიტის გადაბირება სურს
„ნაპოლის“ სამუელ უმტიტის გადაბირება სურს

იტალიურ „ნაპოლის“ „ბარსელონას“ ფრანგ მცველ სამუელ უმტიტისთან კონტრაქტის გაფორმება სურს, იუწყება „დიარიო სპორტი“.

როგორც ირკვევა, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა ეძებს კალიდუ კულიბალის შემცვლელს, რადგან ეს უკანასკნელი გუნდს, დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაპოლიმ“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „ბარსელონასთან“, თუმცა თავად უმტიტის „ბლაუგრანას“ დატოვება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ბარსელონაში“ „ლიონიდან“ 2016 წელს გადავიდა და კატალონიელებმა მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.