„ნაპოლის“ პრეზიდენტი კონტეს პირობას დათანხმდა - Il Mattino-ს მტკიცებით, კონტრაქტის გაფორმება რეალურია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი კონტეს პირობას დათანხმდა - Il Mattino-ს მტკიცებით, კონტრაქტის გაფორმება რეალურია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნა რეალურია – ამის შესახებ წერილს გამოცემა Il Mattino აქვეყნებს.

„ანტონიო კონტეს „ნაპოლიში“ დანიშვნის შემთხვევაში აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, მწვრთნელს გუნდის ფორმირებაში სრული კარტბლანში მისცეს. პირველი საკითხი ოსიმენის ტრანსფერის შემთხვევაში მისი შემცვლელის მოძებნას უკავშირდება – ნეაპოლური კლუბის მეპატრონე მწვრთნელს არჩევანში აბსოლუტურ თავისუფლებას ჰპირდება, თუმცა გარკვეული ბიუჯეტის ფარგლებში. კონტეს, დიდი ხანია, ასეთი საინტერესო წინადადება არ მიუღია და შეთავაზებით მოხიბლულია.

ასე რომ, „ნაპოლიში“ კონტეს შესაძლო დანიშვნაზე საუბარი მხოლოდ ჭორები აღარ არის, მოლაპარაკება რეალურია. დე  ლაურენტისი მწვრთნელს სამწლიან კონტრაქტს და 24 მილიონ ევროს (სეზონში რვა მილიონი) სთავაზობს.

კონტენაპოლიში“ მისვლის წინაპირობად გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს არ აყენებს, უბრალოდ, სურს დარწმუნდეს, რომ ამ პროექტში მთავარი როლი მას დაეკისრება“, – წერს გამოცემა Il Mattino.