„ნაპოლის“ მწვრთნელი - კვარაცხელია „ჯენოასთან“ სათამაშოდ გუნდთან ერთად წამოვა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ სერია A-ს მორიგ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და სხვა თემებთან ერთად განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მომჯობინდა და გუნდს სათამაშოდ გაჰყვება.
„ჯოვანი სიმეონეს პროგრესი ყველასთვის თვალსაჩინოა, ის ყოველთვის მზადაა სათამაშოდ. საუკეთესო ადამიანია, რომელსაც ყოველთვის წინსვლა სურს. ახლა ის ლუკაკუს ღირსეული ალტერნატივაა. ვიმედოვნებ, რომ ბელგიელი უფრო დამშვიდდება.
ბონჯორნო ტრავმირებულია და მას არა მარინი, არამედ ჟესუსი შეცვლის – არჩევანი მასზე გავაკეთე და „ჯენოასთან“ დაცვაში რაჰმანისა და ჟესუსის წყვილი ითამაშებს. ძალიან მშვიდად ვარ, რადგან ჟესუსი განსხვავებული სტილის ცენტრალური მცველია, შესანიშნავად თამაშობს, გამოცდილი მოთამაშეა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის „ჯენოასთან“ სათამაშოდ გუნდთან ერთად წამოვა. დღეს ბევრად უფრო ლაღად ივარჯიშა. ნერეში? დევიდი სულ უფრო და უფრო ეჩვევა გუნდს. ის ჩვენთვის ორმაგი ალტერნატივაა, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ „ჯენოას“ 21 დეკემბერს ესტუმრება – მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.