„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე სამხრეთ კორეის ჯარში გაიწვიეს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ-ჯე სამხრეთ კორეის ჯარში გაიწვიეს #1TVSPORT

„ნაპოლის“ მცველი კიმ მინ ჯე სამშობლოში ივნისში დაბრუნდება და სამხრეთ კორეის ჯარში იმსახურებს. თუმცა, სპორტული დამსახურების გამო, მხოლოდ 21 დღე ივარჯიშებს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Napolipiu ავრცელებს.

„იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ივნისში „ნაპოლის“ მცველს, კიმ მინ-ჯეს სამხრეთ კორეაში დაბრუნება და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს, მაგრამ შეღავათი მისცეს და ჯარში მხოლოდ 21 დღე იქნება. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ნაკრებს, რომელსაც იურგენ კლინსმანი წვრთნის, პერუსა და სალვადორთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება.

სამხრეთ კორეაში ყველა მოქალაქე ვალდებულია, სამხედრო სამსახური გაიაროს, გამონაკლისი არც სპორტსმენების შემთხვევაშია დაშვებული. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, სპორტული დამსახურების წყალობით, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, სონ ჰინ მინმა ჯარში მხოლოდ 21 დღე დაჰყო, რადგან 2018 წლის აზიური თამაშები სამხრეთ კორეის გუნდთან ერთად მოიგო. ამ პერიოდში სამხრეთ კორეის ნაკრებში „ნაპოლის“ მცველიც თამაშობდა და შეღავათიც ამის გამო მიიღო“, – წელს იტალიური გამოცემა.

კიმი სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა. მან მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.