„ნაპოლის“ ბელოტისა და იმობილეს ყიდვა უნდა
„ნაპოლის“ ბელოტისა და იმობილეს ყიდვა უნდა

„ნაპოლი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. როგორც „კალჩომერკატო“ (Calciomercato) ამტკიცებს, ნეაპოლელთა ძირითადი სატრანსფერო სამიზნეები, იტალიის ნაკრების ფორვარდები – ანდრეა ბელოტი („ტორინო“) და ჩირო იმობილე („ლაციო“) იქნებიან.

25 წლის ბელოტის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა. 28 წლის იმობილეს კი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს ხელშეკრულება და მისი ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ბელოტიმ „ტორინოს“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. იმობილემ 29 შეხვედრაში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.