„ნაპოლიმ“ შესაძლოა „ბარსელონასთან“ ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ითამაშოს
„ნაპოლის“ ულტრასები „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალზე დასასწრები ბილეთების ფასებით ძალიან უკმაყოფილონი დარჩნენ. ფანების სექტორში მინიმალურმა ფასმა შეადგინა 70 ევრო. სხვა ადგილები შეფასებულია – 150-დან 250 ევრომდე. ეს ყველაზე მაღალი ფასია კლუბის ისტორიაში. აქტიური გულშემატკივრები კლუბის ამგვარი პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდნენ და ყველას მოუწოდეს მატჩის ბოიკოტისკენ. „ნაპოლის“ ულტრასების წერილს აქვეყნებს TMW.
„ფან-სექტორი – ერთადერთი ადგილია საფეხბურთო სამყაროში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის, ახლა ის მდიდრებს ეკუთვნის. შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს, როგორც ულტრასები და როგორც ადამიანები. იმ დროს, როცა ბევრჯერ არის დამტკიცებული, რომ ფანი – მე-12 მოთამაშეა მოედანზე, ჩვენ გვაძლევენ ბილეთებს 70 ევროდ. ეს არის უპატივცემულობის დემონსტრაცია, რასაც ჩვენი არყოფნით ვუპასუხებთ”.