„ნაპოლიმ“ სამი თვით დაკარგა საუკეთესო ბომბარდირი #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ სამი თვით დაკარგა საუკეთესო ბომბარდირი #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენი ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

ნეაპოლური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, რომ ფეხბურთელი სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს. სამშაბათს მან ოპერაცია გადაიტანა თვალის ბუდისა და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობის გამო.

ნიგერიის ნაკრების ფორვარდი ხუთი გოლით სერია A-ში „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია.