„ნაპოლიმ“ პიოტრ ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა - ფეხბურთელი ზაფხულში „ინტერში“ გადავა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ პიოტრ ჟელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა - ფეხბურთელი ზაფხულში „ინტერში“ გადავა #1TVSPORT

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, პოლონელმა ნახევარმცველმა, პიოტრ ჟელინსკიმ „ნაპოლის“ აცნობა, რომ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და სეზონის დასრულების შემდეგ მილანის „ინტერში“ გადავა.

29 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება იტალიის მოქმედ ჩემპიონთან მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება.

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი თვლის, რომ გუნდისთვის ჟელინსკის პროფილის ფეხბურთელის დამატება აუცილებელია და ის შემადგენლობას ძალიან გააძლიერებს.

ამავდროულად, „ნაპოლიმ“ პოლონელი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წინ გუნდის განაცხადში არ შეიყვანა. ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალში „პარტენოპეის“ მეტოქე „ბარსელონა“ იქნება.