„ნაპოლიმ“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატი შეარჩია #1TVSPORT
ინტერნეტგამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ „ნაპოლი“ ვერ შეძლებს მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანჩესკო კალცონას შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში გუნდის დამრიგებლის თანამდებობაზე ფავორიტი ვინჩენცო იტალიანო იქნება, რომელიც დღეს „ფიორენტინას“ ავარჯიშებს.
იტალიანოს ფლორენციულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, ამიტომაც ნეაპოლელებისთვის მისი მიწვევის ვარიანტი ძალიან მომხიბვლელია. ამასთან, თავად მწვრთნელმა აცნობა „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ აღარ აპირებს გუნდში დარჩენას.
იტალიანო „ფიორენტინას“ 2021 წლიდან წვრთნის. ამ მომენტისთვის გუნდი მერვე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში და „ნაპოლის“ ორი ქულით ჩამორჩება.