„ნაპოლიმ“ ერთადერთი ზუსტი დარტყმით „ბარსელონასთან“ ფრეს მიაღწია - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, პირველი მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. 16 წლისა და 223 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ტურნირის პლეი ოფში უთამაშია.
* რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. პოლონელმა თებერვლის ყველა შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
* 2024 წელს ლევანდოვსკის 13 მატჩში ცხრა გოლი დაუგროვდა.
* 35 წლის ლევანდოვსკი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა. წინა რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა (33 წლის).
* მას შემდეგ, რაც ჩავიმ სეზონის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, „ბარსელონა“ ზედიზედ ხუთი მატჩია (3 მოგება, 2 ფრე) არ აგებს.
* ჩავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ევროთასებზე 23 მატჩიდან მხოლოდ რვა აქვს მოგებული.
* მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა „ბარსელონას“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე 81-ე მატჩი ჩაატარა. ლეგიონერებს შორის უფრო მეტი ლიონელ მესის აქვს – 149.
* ტერ-შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაუშვა კატალონური კლუბის შემადგენლობაში. ამით ის გაუთანაბრა ლიდერ ვიქტორ ვალდესს.
ნაპოლი-ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60), 1:1 ოსიმენი (75)
ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, ოლივერა – ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე (68. ტრაორე) – პოლიტანო (76. რასპადორი), კვარაცხელია (68. ლინდსტრიომი), ოსიმენი (76. სიმეონე).
ბარსელონა: ტერ შტეგენი – კუნდე, არაუხო, ინიგო მარტინესი, ჟოაო კანსელო – ფ. დე იონგი, კრისტენსენი (86. რომეუ), გიუნდოგანი – იამალი (80. რაფინია), პედრი (86. ჟოაო ფელიქსი), ლევანდოვსკი.