„ნაპოლი“ აპირებს „იუვენტუსთან“ კონკურენციას „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი ნახევარმცველის, მეისონ გრინვუდის ხელში ჩასაგდებად. ამის შესახებ წერს გაზეთი Corriere dello Sport-ი.
წყაროს ცნობით, „ხეტაფე“, სადაც თამაშობს 22 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით, თავის მხრივ ინგლისელის შენარჩუნებას შეეცდება.
გრინვუდის მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.