„ნაპოლი“ მატეო პოლიტანოსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ მატეო პოლიტანოსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს #1TVSPORT

სატრანსფერო სიახლეების ექსპერტის, იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ გუნდის თავდამსხმელთან, მატეო პოლიტანოსთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

ამ მომენტისთვის მხარეები მოლაპარაკების ბოლო ეტაპზე არიან და უახლოესი დღეების განმავლობაში საბოლოო შეთანხმებაც შედგება.

იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი 3.5 წლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ მოთამაშემ საუდის არაბეთის ლიგის კლუბის, „ალ შაბაბის“ სატრანსფერო წინადადებაზე უარი თქვა.

30 წლის პოლიტანო „ნაპოლიში“ 2019 წლიდან ირიცხება. იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ის „ინტერიდან“ ჯერ იჯარის წესით თამაშობდა, ხოლო შემდეგ ნეაპოლელებმა გამოისყიდეს.

„ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიელმა ყველა ტურნირზე 170 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.