„ნაპოლი“ მარადონას გამოსახულებიანი მაისურებით ითამაშებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ მარადონას გამოსახულებიანი მაისურებით ითამაშებს #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ გადაწყვიტა სპეციალური მაისურებით პატივი მიაგოს ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას, რომელიც 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელები ნოემბრის სამ შეხვედრაში – „ვერონას“, „ინტერისა“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ ჩაიცვამენ მაისურებს, რომლებზეც მარადონა იქნება გამოსახული.

„გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, ნეაპოლი პატივს მიაგებს დიად ჩემპიონს, ეპოქის სიმბოლოსა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას. მარადონას სახე დატანილი იქნება თითის ანაბეჭდზე. ამ გამოსახულებით ჩვენ ახალგაზრდა თაობას გადავცემთ არგენტინელი ლეგენდის მემკვიდრეობას“, – წერია „ნაპოლის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი