მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ „ნაპოლი“ აპირებს, განახორციელოს „რომას“ ფორვარდის, პაულო დიბალას ტრანსფერი. ამის შესახებ წერს გამოცემა Football Italia.
როგორც ირკვევა, ნეაპოლური კლუბის პრიორიტეტია კონტესთან მოლაპარაკებების დასრულება სამწლიან კონტრაქტზე, რის შემდეგაც კლუბი გადაერთვება სატრანსფერო ბაზარზე. ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის ყიდვაც „ნაპოლის“ სურს, არგენტინელი დიბალაა.
30 წლის ფორვარდს კონტრაქტით ერთი წელი რჩება „რომასთან“. მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად მითითებულია 20 მილიონი ევრო.
დასრულებულ სეზონზე დიბალამ 39 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.