„ნაპოლი“ კიმის შემცვლელად ჯორჯო სკალვინის განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ კიმის შემცვლელად ჯორჯო სკალვინის განიხილავს #1TVSPORT

„ნაპოლი“ სამხრეთკორეელი ცენტრალური მცველის, კიმის შემცვლელად „ატალანტას“ ფეხბურთელს, ჯორჯო სკალვინის განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

„მომავალი სეზონის წინ „ნაპოლიმ“ გუნდის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს. კლუბმა წამსვლელი ფეხბურთელები შესაბამისი დონის მოთამაშეებით უნდა ჩაანაცვლოს.

ჯუნტოლი (სპორტული დირექტორი) და გუნდის სკაუტები უკვე მუშაობენ. განსაკუთრებით საინტერესოა „ნაპოლის“ მცველის, კიმ მინ ჯეს მომავალი. სამხრეთკორეელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იწვევს და მისი წასვლის შემთხვევაში „ნაპოლი“ სკალვინის შეძენას შეეცდება.

კლუბისთვის, რომელიც აქცენტს მუდამ ახალგაზრდებზე აკეთებს, საინტერესო ფიგურაა ჯორჯო სკალვინი, 19 წლის ფეხბურთელი „ატალანტადან“. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ახალგაზრდა იტალიელებს შორის და მისი დამატებით „ნაპოლი“ დაცვის ცენტრში პრობლემებს მოაგვარებს“, – წერს გამოცემა.