იტალიური პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაპოლი ფორვარდ ლორენცო ინსინიეს გასაყიდად მზად არის.
უფრო ადრე წერდნენ, რომ თავდამსხმელი გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის წაეჩხუბა, ახლა კი იგივე პრობლემები შეექმნა ნაპოლის ხელმძღვანელობასთან, – წერს გაზეთი კორიერე დელო სპორტი.
ასე რომ, ნაპოლი მზად არის თავისი კაპიტნის სხვა გუნდში გასაშვებად. ნეაპოლელები ინსინიეში 100 მილიონ ევროს მოითხოვენ.
იტალიელით ასევე დაინეტერესებულები არიან – ლივერპული, ატლეტიკო, ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი.