ნაპოლი ინსინიეს ყიდის
ნაპოლი ინსინიეს ყიდის

იტალიური პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ნაპოლი ფორვარდ ლორენცო ინსინიეს გასაყიდად მზად არის.
უფრო ადრე წერდნენ, რომ თავდამსხმელი გუნდის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის წაეჩხუბა, ახლა კი იგივე პრობლემები შეექმნა ნაპოლის ხელმძღვანელობასთან, – წერს გაზეთი კორიერე დელო სპორტი.

ასე რომ, ნაპოლი მზად არის თავისი კაპიტნის სხვა გუნდში გასაშვებად. ნეაპოლელები ინსინიეში 100 მილიონ ევროს მოითხოვენ.

იტალიელით ასევე დაინეტერესებულები არიან – ლივერპული, ატლეტიკო, ჩელსი და პარი სენ-ჟერმენი.