* „ბარსელონა“ არასოდეს გავარდნილა ჩემპიონთა ლიგიდან, როცა ორრაუნდიანი დუელის პირველ მატჩს არ აგებდა. კატალონელების სასარგებლოდ დასრულდა 19-დან 19 ასეთი დუელი.
* პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, პლეი ოფის ერთ მატჩში დებიუტი ჰქონდა ერთბაშად ორ მწვრთნელს – ჯენარო გატუზოსა და კიკე სეტიენს.
* არტურო ვიდალი გახდა „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელი 2011 წლის აპრილიდან, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან გააძევეს.
* დრის მერტენსმა 121-ე გოლი გაიტანა ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირზე. ეს არის საკლუბო რეკორდის გამეორება, რომელიც მარეკ ჰამშიკს ეკუთვნის. ამასთან, სლოვაკს ამ რიცხვის მისაღწევად 520 მატჩი დასჭირდა, 32 წლის ბელგიელმა კი 310 მატჩი იკმარა.
* „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩის მთავარი არბიტრი ფელიქს ბრიხი ჩემპიონთა ლიგაზე თავის 57-ე შეხვედრას ემსახურებოდა. გერმანელმა ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა. მან გაუსწრო დანიელ კიმ მილტონ ნილსენს, რომელმაც 56 მატჩი იმსაჯა და უკვე დიდი ხანია დაასრულა კარიერა.
* ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 141-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დაეწია „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას რაიან გიგზს. ისინი მეხუთე ადგილს იყოფენ ისტორიაში. ამ დუეტზე წინ არიან – რაული (142), ჩავი (151), კრიშტიანო რონალდო (168) და იკერ კასილიასი (177).
ნაპოლი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 მერტენსი (30), 1:1 გრიზმანი (57)
ნაპოლი: ოსპინა – მარიო რუი, მაქსიმოვიჩი, მანოლასი, დი ლორენცო – რუისი, დემე (80. ალანი), ზელინსკი – კალიეხონი (74. პოლიტანო), ინისინიე, მერტენსი (54. მილიკი).
ბარსელონა: ტერ შტეგენი – სემედუ, უმტიტი, პიკე (90+3. ლენგლე), ჟუნიორი – დე იონგი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (56. არტური) – ვიდალი, მესი, გრიზმანი (87. ფატი).
გაძევება: ვიდალი (89. ბარსელონა)