ნაომი ოსაკა ყველაზე მაღალი მარკეტინგული პოტენციალის მქონე სპორტსმენია
„დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა მიჩნეულია ყველაზე მაღალი მარკეტინგული პოტენციალის მქონე სპორტსმენად მსოფლიოში.
ამ სიაში მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი, მესამეზე – კალათბურთელი ზაიონ უილიამსონი, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019 წლის დრაფტზე „ნიუ ორლეანმა“ პირველ ნომრად აირჩია.
ჩოგბურთელთაგან საუკეთსო ორმოცდაათეულში მოხვდნენ – გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ამერიკელი სლოან სტივენსი და ავსტრალიელი ეშლი ბარტი.