ნაომი ოსაკა ყველაზე მაღალი მარკეტინგული პოტენციალის მქონე სპორტსმენია

17:52, 23.08.2019

„დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონი, იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა მიჩნეულია ყველაზე მაღალი მარკეტინგული პოტენციალის მქონე სპორტსმენად მსოფლიოში.

ამ სიაში მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი რაჰიმ სტერლინგი, მესამეზე – კალათბურთელი ზაიონ უილიამსონი, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019 წლის დრაფტზე „ნიუ ორლეანმა“ პირველ ნომრად აირჩია.

ჩოგბურთელთაგან საუკეთსო ორმოცდაათეულში მოხვდნენ – გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ამერიკელი სლოან სტივენსი და ავსტრალიელი ეშლი ბარტი.

მსგავსი