ნაომი ოსაკა უიმბლდონს გამოტოვებს #1TVSPORT
ნაომი ოსაკა უიმბლდონს გამოტოვებს #1TVSPORT

იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ გადაწყვიტა უიმბლდონის გამოტოვება, – იტყობინება სპორტსმენის აგენტი სტიუარტ დიუგიდი.

ოსაკამ ლონდონში გამგზავრებას ოჯახთან დროის გატარება და დასვენება გადაწყვიტა. რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადას, იაპონელი ითამაშებს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე.

შეგახსენებთ, რომ ოსაკამ შეწყვიტა როლან გაროსზე გამოსვლა, რადგან დისკვალიფიკაცია ელოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარის გამო. მაშინ WTA-ის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ მომავალში ჩოგბურთელს სერიოზული სანქციები ელოდება, თუ მედია-ღონისძიებებს გამოტოვებს.

2021 წელს უიმბლდონი 28 ივნისს დაიწყება.

დატოვე კომენტარი