ნაომი ოსაკა აშშ-ში ქალთა საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა
ნაომი ოსაკა აშშ-ში ქალთა საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი გახდა

„დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონმა, მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ნაომი ოსაკამ წილი შეიძინა ჩრდილოეთ კაროლინას ქალთა საფეხბურთო კლუბში, რომელსაც „ჩრდილოეთ კაროლინა კარიჯი“ ჰქვია.

იაპონელი ჩოგბურთელი იმ კლუბის თანამფლობელი გახდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ელიტურ საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. ის 2017 წელს არის დაარსებული, ორჯერ მოიგო ჩემპიონატი და სამჯერ – ქვეყნის თასი.

„არ ვიცი დღეს სად ვიქნებოდი, რომ არა ის ქალები, რომლებმაც ჩემში ინვესტიცია ჩადეს მაშინ, როცა ბავშვი ვიყავი. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვიღებდი ძალიან ბევრ სიყვარულს სპორტსმენებისგან, ამიტომაც დღეს სიამაყით ვამბობ, რომ თავად გავხდი საფეხბურთო კლუბის თანამფლობელი“, – დაწერა ოსაკამ თავის „ტვიტერში“.

იაპონელი ჩოგბურთელი ასევე პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე.