საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბი „ნანტი“ შეტევის ხაზის გაძლიერებას იტალიელი ფორვარდის მარიო ბალოტელის გაფორმებით გეგმავს.
ფრანგულმა კლუბმა უკვე მიმართა წინადადებით 30 წლის ფეხბურთელს, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.
ადრე ფორვარდის მიმართ ინტერესს „ჯენოა“ და „ბეშიქთაში“ გამოთქვამდნენ.
გასულ სეზონში ბალოტელი „ბრეშაში“ გამოდიოდა. სერია A-ში ფორვარდმა 19 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.