ნანტის კათედრალში ხანძრის გაჩენის საქმეზე რუანდელი ლტოლვილი დააკავეს
ნანტის კათედრალში ხანძრის გაჩენის საქმეზე რუანდელი ლტოლვილი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ნანტის კათედრალში ხანძრის გაჩენის საქმეზე, 39 წლის რუანდელი ლტოლვილი დააკავეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დაკავებული ეპარქიაში მოხალისედ მუშაობდა და კათედრალს კეთილი ნებით ეხმარებოდა.

ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანძრის გაჩენაში რუანდელი ლტოლვის მონაწილეობის მტკიცება ნაადრევია, რადგან პირველ ეტაპზე გარემოებები უნდა დადგინდეს.

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მე-15 საუკუნის კათედრალში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლმა ვიტრაჟები და დიდი ორღანი გაანადგურა. საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის მიმართულებით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კათედრალში ხანძარი სამ ადგილას გაჩნდა.