ნანი კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს
LISBON, PORTUGAL - JANUARY 19: Nani of Sporting CP in action during the Liga NOS match between Sporting CP and Moreirense FC at Estadio Jose Alvalade on January 19, 2019 in Lisbon, Portugal. (Photo by Gualter Fatia/Getty Images)
პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველი ნანი დიდი ალბათობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს კარიერას. 32 წლის ფეხბურთელმა წლევანდელ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა, ბოლო წლებში კი მისით ისეთი გუნდები ინტერესდებოდნენ, როგორებიც არიან ფენერბაჰჩე, ლაციო და ვალენსია.
კონკრეტულად შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის (MLS) რომელ გუნდში ითამაშებს ნანი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი პორტუგალიელმა მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა (2007-2015), სადაც 230 მატჩში 40-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.