სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში გაგრძელდა ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. გაიმართა მეორე ტური, რომლის შემდეგაც, ქულათა მაქსიმუმით 13 მოჭადრაკე ლიდერობს. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე (ტურნირის მე-3 ნომერი), რომელმაც თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ზეინაბ მამედიაროვას მოუგო.
მეორე ტურში ქართველებმა შვიდიდან ორი პარტია მოიგეს:
ოლგა პრუდნიკოვა (უკრაინა) – ნინო ბაციაშვილი (2) 0.5:0.5
ნანა ძაგნიძე (3) – ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (7) – ტეოდორა ინიაცი (სერბეთი) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (15) – გარა ტისია (უნგრეთი) 0.5:0.5
კლაუდია კულონი (პოლონეთი) – სალომე მელია (28) 0.5:0.5
ლენკა პტაჩნიკოვა (ისლანდია) – მერი არაბიძე (34) 0.5:0.5
ელინა დანიელიანი (სომხეთი) – მირანდა მიქაძე (97) 1:0.
ორი ტურის შემდეგ, ძაგნიძე კიდევ 12 მოჭადრაკესთან ერთად ორი ქულით ლიდერობს. 14-53 ადგილებს იყოფენ მოჭადრაკეები, რომლებსაც 1.5 ქულა აქვთ. მათ შორის არიან ჯავახიშვილი, მელია და ხოტენაშვილი. არაბიძე და ბაციაშვილი თითო ქულით 54-94 ადგილებს იყოფენ. ნახევარი ქულა აქვს მიქაძეს და ის იმ მოჭადრაკეთა ჯგუფშია, რომლებსაც 96-127 ადგილები უკავიათ.
სულ ევროპის ჩემპიონატზე 11 ტური გაიმართება.