ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ლიდერია
ნანა ძაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ლიდერია

სლოვაკეთის კურორტ ვისოკე ტატრიში გაგრძელდა ჭადრაკში ქალებს შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. გაიმართა მეორე ტური, რომლის შემდეგაც, ქულათა მაქსიმუმით 13 მოჭადრაკე ლიდერობს. მათ შორისაა ნანა ძაგნიძე (ტურნირის მე-3 ნომერი), რომელმაც თეთრი ფიგურებით აზერბაიჯანელ ზეინაბ მამედიაროვას მოუგო.

მეორე ტურში ქართველებმა შვიდიდან ორი პარტია მოიგეს:

ოლგა პრუდნიკოვა (უკრაინა) – ნინო ბაციაშვილი (2) 0.5:0.5
ნანა ძაგნიძე (3) – ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი) 1:0
ბელა ხოტენაშვილი (7) – ტეოდორა ინიაცი (სერბეთი) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (15) – გარა ტისია (უნგრეთი) 0.5:0.5
კლაუდია კულონი (პოლონეთი) – სალომე მელია (28) 0.5:0.5
ლენკა პტაჩნიკოვა (ისლანდია) – მერი არაბიძე (34) 0.5:0.5
ელინა დანიელიანი (სომხეთი) – მირანდა მიქაძე (97) 1:0.

ორი ტურის შემდეგ, ძაგნიძე კიდევ 12 მოჭადრაკესთან ერთად ორი ქულით ლიდერობს. 14-53 ადგილებს იყოფენ მოჭადრაკეები, რომლებსაც 1.5 ქულა აქვთ. მათ შორის არიან ჯავახიშვილი, მელია და ხოტენაშვილი. არაბიძე და ბაციაშვილი თითო ქულით 54-94 ადგილებს იყოფენ. ნახევარი ქულა აქვს მიქაძეს და ის იმ მოჭადრაკეთა ჯგუფშია, რომლებსაც 96-127 ადგილები უკავიათ.

სულ ევროპის ჩემპიონატზე 11 ტური გაიმართება.