„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ
„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. საკითხი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და მას ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი წელია, შეფერხებულია. ჰესი თურქულმა კომპანია „ემ კამ“ და ნორვეგიულმა ჯგუფმა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ უნდა ააშენონ. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

19 მარტს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ ინვესტორებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.