საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრისთვის მზადებას განაგრძობს. მატჩი 8 ოქტომბერს „დინამო-არენაზეა“ დაგეგმილი.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა 6 ოქტომბერს კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ორივე ნაკრები შეხვედრის მასპინძელ „დინამო-არენაზე“ ჩაატარებს, მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციებს გამართავენ. მედიისთვის სავარჯიშო პროცესის მხოლოდ საწყისი 15 წუთი გაიხსნება.
7 ოქტომბრის განრიგი – დინამო არენა
18:00 ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში
19:30 მიხაილ მარხელის პრესკონფერენცია
20:00 ბელარუსის ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (რივე – ოტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)
საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება „დინამო არენაზე“ 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიპრეპორტაჟი FM 102,3-ზე განხორციელდება.