ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ბათუმში გაემგზავრა #1TVSPORT
ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და ბათუმში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა.

ვილი სანიოლის გუნდი შვედეთთან 11 ნოემბერს გასამართი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.

საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ვარჯიშის შემდეგ, გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩი გაიმართება. 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. მანამდე, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოსა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 11 ნოემბერს ბათუმის არენაზე შედგება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).