ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“, მეკარე „ლოკომოტივიდან“ – „სამგურალს“ ორი ახალწვეული ჰყავს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ახალი სეზონიდან წყალტუბოში ითამაშებს 20 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე. ის „დინამო თბილისის“ აკადემიაში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. გასული სეზონი დედაქალაქურ კლუბში დაიწყო, სადაც 9 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი იჯარის წესით „გაგრაში“ გადავიდა. ლომინაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილებაც აქვს.
„სამგურალმა“ ასევე დაიმატა 18 წლის მეკარე გიორგი ლომაია, რომელიც აბაშელია, თავიდან ის „საბურთალოს“ ასაკობრივ გუნდში თამაშობდა, ბოლო სამი წელი კი თბილისის ,,ლოკომოტივში” გაატარა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოელებმა პირველი ტრანსფერები ახალ წლამდე განახორციელეს – ბოლნისის „სიონიდან“ ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები დაიმატეს, გუნდის მთავარ მწვრთნელად კი გიორგი ჭელიძე დაინიშნა.