ნაირობიში სკოლის ნანგრევებიდან 64 მოსწავლე ამოიყვანეს
ნაირობიში სკოლის ნანგრევებიდან 64 მოსწავლე ამოიყვანეს

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ერთ-ერთი სკოლის ჩამონგრევის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 64 მოსწავლე ამოიყვანეს. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.

ტრაგედიას შვიდი მოზარდი ემსხვერპლა.

ინციდენტი კენიის დედაქალაქში დღეს სასწავლო პროცესის დაწყებიდან მალევე მოხდა. თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.