ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლაზე კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს
ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლაზე კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

ბრიტანელი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

„ნათელია, რომ ისეთები როგორებიც არიან კლეგი, ბლერი, ადონისი, არასდროს დანებდებიან. ვფიქრობ , რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო”,- აცხადებს ფარაჯი.

ბრიტანელი პოლიტიკოსის თქმით, რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარება წერტილს დაუსვამს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ დებატებს.

ფარაჯი თვლის, რომ ახლა რეფერენდუმზე უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლას, ვიდრე 2016 წელს.