ნაგელსმანმა მერვედფინალიდან გავარდნას დამსახურებული უწოდა #1TVSPORT
გერმანული კლუბი „ლაიფციგის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან „ლივერპულთან“ დამსახურებულად გავარდა.
„ვთვლი, რომ ტურნირიდან დამსახურებულად გამოვვარდით. განმეორებით შეხვედრაში საშინლად ვითამაშეთ.„ლივერპული“ დაცვაში იყო გამაგრებული და ჩვენ შეცდომებს ელოდა. მეორე ტაიმში თითქმის ვერაფერი შევქმენით. თავს ვიცავდით, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ორი გოლი გავუშვით და ამით ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდა,“ – ციტირებს „გოლი“ (Goal.com) ნაგელსმანს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულმა“ ორივე შეხვედრაში, საერთო ანგარიშით 4:0 დაამარცხა „ლაიფციგი“.