ნაგელსმანი დარწმუნებულია, რომ „ლაიპციგს“ „ლივერპულისთვის“ კონკურენციის გაწევა შეუძლია
„ლაიპციგის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა განაცხადა, რომ მარცხის მიუხედავად, მისი გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გერმანული კლუბი მერსისაიდელებთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა – 0:2.
„ჩვენ ახლა მინიმუმ ორი გოლი უნდა გავიტანოთ, – მოჰყავს ნაგელსმანის სიტყვები უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდს. – საპასუხო მატჩი დაიწყება ანგარიშით – 0:0 და ჩვენ გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ „ლივერპულის“ კონკურენცია გავუწიოთ.
მთავარია, რომ მომავალ დაპირისპირებაში წინა მატჩის შეცდომები გამოვასწოროთ“.
„ლივერპულისა“ და „ლაიპციგის“ მეორე შეხვედრა 10 მარტს გაიმართება, მასპინძლები კი მერსისაიდელები იქნებიან.