ნაგელსმანი და ლუის ენრიკე „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან #1TVSPORT
ნაგელსმანი და ლუის ენრიკე „ჩელსის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატები არიან #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე ან „ბაიერნის“ ექსმწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს. The Telegraph-ის ცნობით, სწორედ ეს ორი სპეციალისტია ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელობის მთავარი პრეტენდენტი.

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს მძიმე პერიოდი უდგას. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა მხოლოდ 38 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობს და ნახევარფინალის საგზურისთვის მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.