ნაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს რამდენიმე დღეა ეძებენ

22:55, 11.01.2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მცხოვრებ 20 წლის გოგოს ოჯახი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, თიკო ხუციშვილი სახლიდან 10 დღის წინ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დაწყებულია.

მსგავსი