ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, ნაძალადევისა და სამგორის რაიონებში აბონენტების ნაწილს 8 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კახიანის, ნოსტეს, ურიდიას, ქებურიას, ბიჩინაშვილის, კელაპტრიშვილის, მესხის, წაღვერის, ძმობის, ინანიშვილის, მახალდიანის, ქინქლაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის, კისისხევის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, წრომის, ღუდუშაურის, მანჯგალაძის, სანერგის, ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ლეჩხუმის, სვანეთის, ჭიჭინაძის, კოხრეიძის, იმერეთის, რიონჰესის, ბენდელიანისა და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის, ძეგლევისა და ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ამირანაშვილის, წუწუნავას, ბანეთიშვილის, გოკიელის, ახვლედიანის, კაკაბაძის, ესენინის, მუხაძისა და სააკაძის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

დატოვე კომენტარი