ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 00:05 საათიდან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ცოტნე დადიანის, სვანეთის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, მელქისედეკ პირველის, ნიკო მარის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, ქართველიშვილის, სუმბათაშვილ-იუჟინის, კამალოვის, მესხიშვილის, გულრიფშის, კიკნაძის, კურნატოვის, თამარაშვილის, სართანიას, საჭილაოს, ლიკანის, ჩაქვის, მანჯგალაძის და წიკლაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.