ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა [ფოტო]
ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა [ფოტო]

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გახსნა და ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

„მინდა, ყველას მივულოცო სწავლის დაწყება. ეს საკმაოდ დიდი ბაღია, დაახლოებით 350 პატარას მოემსახურება. სწავლის განახლების დაწყების სრული მზადყოფნაა. მინდა, ყველას წარმატებული წელი ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

N49 საბავშვო ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია. ბაღში 60-მდე ადამიანია დასაქმებული. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემებით. საბავშვო ბაღს აქვს კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო საბავშვო მოედნებით, ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით.