„ნაძალადევის“ მეტროსთან ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს [ფოტო]
„ნაძალადევის“ მეტროსთან ნარკოდანაშაულისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს [ფოტო]

ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით თბილისში, „ნაძალადევის“ მეტროსთან ერთი პირი დააკავეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გადაყენება და საბუთები მოსთხოვა, პირმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, მისი მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ამოიღეს. ახალგაზრდა დაკავებულია.

მამაკაცი ავტომობილში გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ამ დროისთვის გოგონა მხოლოდ მოწმის სტატუსით იმყოფება ადგილზე.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.