10 იანვარს ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. პარალელურად, გუნდი დაკომპლექტებას აგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ ქუთაისურმა კლუბმა ცოტნე ნადარაიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 25 წლის მარცხენა მცველი შავ-თეთრების ღირსებას კიდევ სამი წელი დაიცავს.
ცოტნე ნადარაია „საბურთალოს“ აღზრდილია და მისი ფორმით 2015-1019 წლებში თამაშობდა. ქუთაისის „ტორპედოში“ 2019 წელს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ცოტნე ნადარაიას ეროვნულ ლიგაში 100-100 მატჩი დაუგროვდა.
მანამდე კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს ბაქარ მირცხულავამ და ვაჟა ტაბატაძემ – ორივე ქუთაისელია და ორივემ ხელშეკრულება ასევე ორი წლით გაახანგრძლივა. გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის – ლეგიონერებმა.
თურქულ შეკრებაზე „ტორპედოს“ რიგებში ახალწვეულები გამოჩნდნენ – გია მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე. დინო ჰამზიჩი კვლავ გუნდშია, ხოლო ბოლო ერთ კვირაში გუნდმა ნიკა სანდოხაძე და გიორგი პაპუნაშვილი დაიმატა.