ნადარაიამ „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ნადარაიამ „ტორპედოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

10 იანვარს ქუთაისის „ტორპედო“ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. პარალელურად, გუნდი დაკომპლექტებას აგრძელებს.

ცნობილი გახდა, რომ ქუთაისურმა კლუბმა ცოტნე ნადარაიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 25 წლის მარცხენა მცველი შავ-თეთრების ღირსებას კიდევ სამი წელი დაიცავს.

ცოტნე ნადარაია „საბურთალოს“ აღზრდილია და მისი ფორმით 2015-1019 წლებში თამაშობდა. ქუთაისის „ტორპედოში“ 2019 წელს გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. ცოტნე ნადარაიას ეროვნულ ლიგაში 100-100 მატჩი დაუგროვდა.

მანამდე კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს ბაქარ მირცხულავამ და ვაჟა ტაბატაძემ – ორივე ქუთაისელია და ორივემ ხელშეკრულება ასევე ორი წლით გაახანგრძლივა. გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის – ლეგიონერებმა.

თურქულ შეკრებაზე „ტორპედოს“ რიგებში ახალწვეულები გამოჩნდნენ – გია მანჯგალაძე, გიორგი ქიმაძე, აკაკი შულაია, ლაშა შერგელაშვილი, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი კუხიანიძე. დინო ჰამზიჩი კვლავ გუნდშია, ხოლო ბოლო ერთ კვირაში გუნდმა ნიკა სანდოხაძე და გიორგი პაპუნაშვილი დაიმატა.