ნადალმა უახლოესი გეგმები გაამხილა
ნადალმა უახლოესი გეგმები გაამხილა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კომენტარი გააკეთა მაჯის ტრავმაზე, რომელიც ლეივერის თასზე მიიღო.

„ტრავმა? ვფიქრობ, ახლა სწორედ დასვენების დროა. რამდენიმე დღეს გავატარებ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ჩვენ მოვიგეთ და მოვიდა წარმატებისგან სიამოვნების მიღების დრო. სასიამოვნოა შვებულებაში გასვლა ასეთი წარმატებული მონაკვეთის შემდეგ.

უკან დარჩა საოცარი თვენახევარი. ადრე მე არ მქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ნიუ იორკში გამარჯვებისგან სიამოვნება მიმეღო“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები „დეილი ექსპრესს“ (Daily Express).

შეგახსენებთ, რომ ბოლო თვენახევარში ნადალმა მოიგო მონრეალის „მასტერსი“, ამერიკის ღია პირველობა და ლეივერის თასი ევროპის ნაკრებთან ერთად. ამ მომენტისთვის, ესპანელს 13-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. მისი ბოლო წაგება იყო უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერის წინააღმდეგ მატჩში.